კომპანია „თერმო ცენტრი“ 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.ჩვენი მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.geშპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანლის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N145ავაკანსიის მოკლე აღწერა:თერმო ცენტრის ფილიალების მართვა და განვითარება, საცალო ქსელის გაყიდვების ზრდის უზრუნფელყოფა.ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- საცალო ქსელის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
- ფილიალებში მიმდინარე პროცესების შეფასება, მართვა და განვითარება;
- ბაზრის კვლევა და ანალიზი, კონკურენტების და მათი აქტივობების შესახებ ინფორმირებულობა;
- ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება საცალო ქსელის გაფართოების მიზნით;
- თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი განვითარებისთვის საჭირო აქტივობების ინიცირება და შესრულება;
- საცალო ქსელის საოპერაციო ანალიზი, რისკებისა და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება მათი აღმოფხვრის მიზნით;
- ფილიალებისთვის ერთიანი მომსახურების სტანდარტის შემუშავება და დანერგვა;
- მომხმარებელთა კმაყოფილების ანალიზი და კონტროლი, უკუკავშირის საფუძველზე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
- ფილიალების მარაგების კონტროლი და პროდუქციის შეკვეთების მუდმივი მონიტორინგი;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- HVAC ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების ფლობა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:- ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვისა და სამუშაოს ეფექტურად დელეგირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და მოქნილობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - HR@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი"აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.