„სტუდია 9“ წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.კომპანიის ვებგვერდი: www.studio9.ge„სტუდია 9“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე:ძირითადი მოვალეობები:- საპროექტო წინადადებების დეტალიზაციაში, მომზადებაში, კონცეფციის შემუშავებაში, ესკიზის შედგენა-დამუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით პროექტის სანებართვო პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, თანმდევი აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება-მომზადება.
- არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება. საპროექტო დავალების მიხედვით მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთისათვის გადასაცემად;
- პროექტის განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური და არქიტექტურული საკითხების განხილვა;
- პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა;
- 41-ე დადგენილების მიხედვით შესაბამისი ნახაზების შედგენა;
- საზედამხედველო პროცედურების განხორციელება.
- მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Archicad, AutoCAD);
- ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Lumion, Revit);
- ეფექტური კომუნიკაცია მომიჯნავე პროფესიებთან;
პიროვნული თვისებები:- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრეატიულობა;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.