ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.ჩვენი მიზანია:შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ ხარჯთაღმრიცხველს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.ხარჯთაღმრიცხველის ფუნქციები:- პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
- შედარება კომპანიის შიდა ხარჯების აღრიცხვის დოკუმენტაციასთან;
- პროექტის განხორციელების საჭირო სამშენებლო სამუშაოების და მასალების საბაზრო ღირებულების დადგენა და აღრიცხვა;
- ხარჯების აღრიცხვის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის (მოცულობათა უწყისი, ერთეულის ფასწარმოქმნის დოკუმენტები და სხვ.) მომზადება, როგორც სამშენებლო, ასევე სარემონტო მიმართულებით;
- ფორმა N2-ების კონტროლი და დადასტურება, როგორც სამშენებლო, ასევე სარემონტო მიმართულებით;
- ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯების აღრიცხვასთან შედარება;
- დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
- ხარჯების აღრიცხვისა და შესრულებების ასახვა შესაბამის პროგრამაში
- შემოსული სატენდერო წინადადებების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია - უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
- აუცილებელია ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.გისურვებთ წარმატებებს