მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი
თარიღები: 16 მაი - 14 ივნ
მდებარეობა: ქობულეთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო პროექტების მართვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@advance.ge
შპს ედვანს ქონსალთინგში ვეძებთ რკინა-ბეტონის, საინჟინრო ქსელების და შიდა სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველებს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
  • მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი;
  • გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დაფიქსირება;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ის მიღება/დადასტურება;
  • სისტემატური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება;
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საინჟინრო განათლება;
  • სამუშაოთა მწარმოებლის, მშენებლობის მენეჯერის, ხარისხის ინჟინერის ან ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რკინა-ბეტონის კარკასის შემომფარგვლელი კონსტრუქციების, არქიტექტურულ და მოსაპირკეთებელ სამუშაოების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველი ზოგადი ცოდნა-გამოცდილება საინჟინრო ქსელების მოწყობაში;
  • MS Office-ის ცოდნა.

ანაზღაურება შეთანხმ,ებით კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექრტონულ მისამართზე: info@advance.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი ქობულეთში".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემდა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.