ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალისტი
თარიღები: 16 მაი - 14 ივნ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@islandambassadori.com
Ambassador Island Batumi აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა–ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს. 
 
ვეძებთ ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალისტს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და დაგვეხმარება ქვეყნის საზღვრების გაფართოებაში–როგორც გეოგრაფიულად, ისე შესაძლებლობების თვალსაზრისით! 
 
მდებარეობა: ბათუმი 
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი   
სამუშაო დრო: 5/2 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • კვების უზრუნველყოფა; 
  • 20%-ნი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში; 
  • პროფესიული განვითარება; 
  • მეგობრული სამუშაო გარემო. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით; 
  • სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა; 
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი); 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, MS Office). 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება; 
  • სამშენებლო პროცესების შესაბამისობის კონტროლი პროექტთან, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და ნორმებთან; 
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება და გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება; 
  • თანამშრომლობა მშენებელ კომპანიებთან, არქიტექტორებთან და პროექტის მენეჯერებთან; 
  • ტექნიკური ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება. 
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:hr@islandambassadori.com

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.  შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@islandambassadori.com     
 
გისურვებთ წარმატებას!