სასტუმრო Sky Station აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე, მდებარეობა: თბილისი, მიროტაძის 4 სართული 20, სასტუმრო შედგება 8 ნომრისგან ძირითადი მოვალეობები : - სასტუმროს ოთახების დასუფთავება დადგენილი სტანდარტების მიხედვით
- ოთახის აბაზანის და სამზარეულო კუთხის მოწესრიგება და დალაგება
- ნარჩენების გატანა შესაბამისი წესების დაცვით
- ოთახში დალაგებისას აღმოჩენილი ხარვეზის ზედამხედველისთვის დროული შეტყობინება
- ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
- სამუშაო იარაღების და აღჭურვილობის სწორი გამოყენება და მოვლა
- თეთრეულის გარეცხვა, დაუთოვება
- დაკარგული ნივთების სათანადოდ აღწერა და ინფორმირება
- სხვა სივრცეების დასუფთავება საჭიროებისამებრ ზედამხედველის მითითებით
- სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
კომპანია გთავაზობთ: - სამუშაო საათები : 10 საათიდან 15 საათამდე - კვირაში დღე.
- ანაზღაურება დღე 50 ლარი
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hotelskystation@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (დიასახლისი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.