ხარისხისა და ტექნოლოგიების კონტროლის სამსახურის ინჟინერი
თარიღები: 19 მაი - 17 ივნ
მდებარეობა: ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული თურქული
სამშენებლო, უძრავი ქონება:  ინჟინერი-არქიტექტორი მშენებლობა(ზოგადი) მშენებლობის უსაფრთხოების ინჟინერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@anagi.ge
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხისა და ტექნოლოგიების კონტროლის სამსახურის ინჟინერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00 - 18:00 საათამდე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

მოვალეობები:
  • ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შემოწმება;
  • ყოველდღიური რეპორტის მიწერა მომზადება ხელმძღვანელისათვის?);
  • დეფექტების დოკუმენტების მომზადება;
  • დეფექტების რეესტრში აღრიცხვა;
  • სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო გრაფიკის გახანგრძლივება სამშენებლო ტექნოლოგიის გათვალისწინებით;
  • სამუშაოს შემოწმების გრაფიკის დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით მშენებლობის პროცესის უწყვეტობის შესანარჩუნებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია უცხო ენების, თურქულის, რუსულისა ან ინგლისურის, ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირების უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025 წლის 17 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ზუგდიდი ხარისხის ინჟინერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.