სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარის პოზიციაზე.მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.ძირითადი მოვალეობები:- გაყიდული პროდუქციის გატარება
- პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
- მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
პიროვნული მახასიათებლები:- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
პირობები:- სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00 მონაცვლეობით;
- დასვენება: კვირაში 1 დღე;
- ხელფასი: პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 1000 ლარს, ხოლო შემდგომ - 1050 ლარს.
- 6 თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია;
- ერთი წლის შემდეგ თანამშრომელი ისარგებლებს მეცამეტე ხელფასით.
- აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე.
მოთხოვნები:- აუცილებელია გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე.
- სასურველია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Hr@tursa.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე (თბილისი)".კომპანიის შესახებ:შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.