შესყიდვების მენეჯერი
თარიღები: 21 მაი - 19 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
ენები: ინგლისური რუსული
შესყიდვები:  შესყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: oldkakheti@ktw.ge
კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს და გამოირჩევა სტაბილურობით. KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით 
უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკზე:https://ktwgroup.ge/ 
 
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" შვილობილი კომპანიისთვის ეძებს გუნდის ახალ წევრებს შესყიდვების მენეჯერს.  
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ალექსანდრე  ქართველიშვილის ქ. ნაკვეთი 726  
სამუშაო გრაფიკი: სრული(კვირაში 5სამუშაო დღე)  
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500ლარი 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას. 
 
ძირითადი მოვალეობა:  
  • საწარმოს ყოველდღიური საჭიროებების მიხედვით მასალების და ინვენტარის მოძიება და შესყიდვის უზრუნველყოფა; 
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია, კომერციული წინადადების მიღება და შედარება; 
  • შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;  
  • საწყობში არსებული ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და შევსების უზრუნველყოფა; 
  • შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება;  
  • უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები 
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების ან ლოგისტიკის მიმართულებით; 
  • კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი 
  • ინგლისური   და რუსული ენის ცოდნა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა. 
 
კანდიდატთა შერჩევა: 
  • კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:  
  • კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე; 
  • გასაუბრება 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: oldkakheti@ktw.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.