ტექსტილის დანადგარის ოპერატორი
VIP BlueTabla
თარიღები: 21 მაი - 19 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
წარმოება/ოპერაციები:  დაზგის ოპერირება ტექსტილი/სამკერვალო
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@bluetabla.ge
“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას ტექსტილის დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასის მომსახურებას;
  • კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: 1500 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00)
  • სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთლის 140

მოთხოვნები:
  • სასურველია დანადგარზე მუშაობის გამოცდილება (გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში საქმეს შეგასწავლით ადგილზე);
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიახლეების მარტივად ათვისების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი.

მოვალეობები:
  • ტექსტილის დანადგარების მართვა;
  • სამუშაო მასალების დანადგარში მოთავსება;
  • დანადგარის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge
გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ “დანადგარის ოპერატორი”