შპს ,,ამბასადორი ბათუმი” აცხადებს ვააკნსიას ბუღალტრის პოზიციაზე.მდებარეობა: ბათუმიდასაქმების ტიპი: სრული განაკვეთიგამოცდილება: მინიმუმ 2 წელი შესაბამის სფეროშისფერო: სამშენებლო და/ან სასტუმრო-სარესტორნოძირითადი მოვალეობები:- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და სისტემატიზაცია;
- შემოსავლებისა და ხარჯების ყოველდღიური აღრიცხვა (როგორც მშენებლობის, ისე სარესტორნო/სასტუმრო ობიექტების მიხედვით);
- ხელფასების, ბონუსებისა და შვებულების ანალიზი და ასახვა;
- საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, მოგების და სხვა) მომზადება და წარდგენა;
- ინვენტარიზაციის და მარაგების კონტროლი, ხარჯვის ანალიზი;
- ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა და პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- თანამშრომლობა აუდიტორთან და საგადასახადო ორგანოებთან საჭიროების შემთხვევაში.
მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრად სამშენებლო ან/და სასტუმრო-სარესტორნო სფეროში;
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- სასურველია SUPERFIN-ის ცოდნა, არ ცოდნის შემთხვევაში შევასწავლით ადგილზე;
- დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი მიდგომა სამუშაოს მიმართ.
რას გთავაზობთ:- ორჯერადი კვება;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
- კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად;
- პროფესიული ზრდისა და გადამზადების შესაძლებლობა;
- თანამედროვე ოფისი და მეგობრული გუნდი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: m.tsintskiladze@ambassadori.com და სათაურის ველში მიუთითეთ “პოზიცია: ბუღალტერი”.განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 ივნისი.