გრანთ თორნთონი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
ხანგრძლივობა: გრძელვადიანიმდებარეობა: თბილისი, საქართველოძირითადი ფუნქცია-მოვალეობები- პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
- სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
- რეალიზაციების ყოველდღიური ასახვა პროგრამაში;
- საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ასახვა და კონტროლი;
- სასაქონლო ზედნადებებისა და მიღებული მომსახურების აღრიცხვა პროგრამაში;
- სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
- RS.GE - ზე მუშაობა.
კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:- უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
- სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამა Fina, Oris 7 ან Balance-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:- ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდურობა;
- შრომისმოყვარეობა.
ხელფასი: 1300-1600 ლარი ხელზე გასაცემი, კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე ბუღალტერი- კანდიდატებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: “ბუღალტერი”.წინააღმდეგ შემთხვეაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 ივნისი 2025