საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება (უპირატესია სარკინიგზო ტრანსპორტთან დაკავშირებით).
- მატარებლის შემდგენელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- თბომავლის მემანქანე კარგად უნდა ერკვეოდეს: „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტზე მატარებლების მოძრაობისა და სამანევრო სამუშაოების“ ინსტრუქციაში, „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლოატაციის წესებში“, „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტზე სიგნალიზაციის ინსტრუქციაში“.
- სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარული, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების ცოდნა.
- შენიშვნა: პერიოდულად მატარებლის შემადგენელმა უნდა გაიაროს ცოდნის შემოწმება ზემოთ აღნიშნულ ინსტრუქციებისა და წესების ცოდნაში და განაახლოს სერთიფიკატი;
- ენების ცოდნა: ქართული ენის გამართულად ფლობა, რუსული (სასურველი).
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო პროცესის დროს უზრუნველყოს როგორც სამანევრო შემადგენლობის ფორმირება, ასევე განცალკევება (განფორმირება), სამანევრო შემადგენლობაში ვაგონცისტერნების ჩახსნა/მიბმის, ესტაკადებში ვაგონცისტერნების შეყვანა/გამოყვანის პროცესის სწორი ორგანიზება;
- იმოქმედოს როგორც მატარებლის მანევრების პროცესის ხელმძღვანელმა და უზრუნველყოს მანევრების პროცესის განხორციელება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- რკინიგზის სადგურის დისპეჩერთან და თბომავლის მემანქანესთან კოორდინაციით/თანამშრომლობით უზრუნველყოს მატარებლის შემადგენლობის უსაფრთხო და ეფექტური მოძრაობა;
- რკინიგზის სადგურის დისპეჩერთან და ესტაკადების ზედამხედველებთან კოორდინაციით/თანამშრომლობით უზრუნველყოს ესტაკადებზე ვაგონცისტერნების უსაფრთხო მიდგომა და განთავსება;
- შეასრულოს მანევრების დროს ლიანდაგებზე საისრო გადამყვანების გაფართვა, ვაგონების სამუხრუჭე ბუნიკებით დამაგრება და სხვა აუცილებელი პროცესები;
- შეასრულოს შინაგანაწესის, შრომითი ხელშეკრულებითა და თანამდებობრივი სამუშაოს აღწერილობის, კომპანიაში მოქმედი ჯანმრთელობის, ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პოლისების მოთხოვნები და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
- ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
- სამუშაო პერიოდი - ცვლაში (ცვლის დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში არანაკლებ 14 და არაუმეტეს 17 ცვლისა); (მიმდევრობით 4 კალენდარული დღე მუშაობა, შემდგომ 4 კალენდარული დღე დასვენება)
- უფასო კვება;
- კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
dmamaladze@bst.socar.az;
d.bagaturia@bst.socar.az ტელ: +995 577 95 87 41; +995 322 24 38 38.
CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 23.06.2025
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „შავი ზღვის ტერმინალმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.