ადმინისტრაციული ასისტენტი
თარიღები: 23 მაი - 06 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@swisscapital.ge
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: 
  • შეხვედრების ორგანიზება და დაგეგმვა, მონაწილეების ინფორმირება და პროტოკოლის მომზადება; 
  • ბილეთების, სასტუმროებისა და საკონფერენციო დარბაზების დაჯავშნა; 
  • კორესპონდენციის ორგანიზება და არქივაცია; 
  • დოკუმენტაციის წარმოება, წერილების და ცნობების აღრიცხვა; 
  • ბრძანებების მომზადება; 
  • ტექნიკური პერსონალის მართვა; 
  • კომპანიის ავტომობილებისთვის საწვავის ფორმების შევსება; 
  • კორპორატიული მობილური ნომრებისა და საშვების აღრიცხვა და მართვა (ახალი თანამშრომლებისთვის ნომრების/საშვების გაცემა, წასული თანამშრომლებისთვის გაუქმება და საჭიროებების შესაბამისად ცვლილებების განხორციელება). 
  • ოფისისთვის საჭირო ნივთების შესყიდვის მოთხოვნის მომზადება და თანამშრომლებისთვის სავიზიტო ბარათებისა და ბეიჯების შეკვეთა. 
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;  

მოთხოვნები: 
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; 
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირება; 

სამუშაო პირობები: 
  • სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 
  • ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად; 
  • სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი. 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს  06.06.2025 წ. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "Administrative Assistant".