ოფის მენეჯერი
VIP WURTH
თარიღები: 27 მაი - 21 ივნ
მდებარეობა: თბილისი ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 900
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული გერმანული
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@wurth.com.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +99532224 36 30
გერმანულ კომპანია "WURTH"-ს ესაჭიროება ოფის-მენეჯერი ქ. თბილისში და ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტიც);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის უნარი;
  • სასურველია ინგლისური ან/და გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ოპერატორის, ადმინისტრატორის, ან ბუღალტერიის სფეროში;

სრული განაკვეთი; ორშაბათი–შაბათი 10:00-18:00;
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
ანაზღაურება 900 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობა: სატელეფონო ზარების მიღება, კონსულტაციის გაწევა, სპეციალისტთან გადამისამართება;
  • ყოველდღიური რეპორტების და საბუთების წარმოება;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) დაარქივება და სათაო ოფისში გაგზავნა;
  • სასაწყობე პროგრამებით მაღაზიის მარაგების მართვა;
  • მიმდინარე საკითხების მოგვარება.

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
  • ადვილად ათვისების უნარი; დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • თავაზიანი.

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: info@wurth.com.ge მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, უმაშევის #1. ტელ: +99532224 36 30
CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!