Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.
Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე გორში, ქუთაისსა და ბათუმში
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი (ჯამურად 1700 ლარი (ხელზე ასაღები))
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
- მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
- მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითველბა უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ავტომობლის სპეციფიკისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
- პრეზენტაციის უნარი;
- კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ.
- კომუნიკაბელურობა,
- ორგანიზებულობა,
- გუნდური მუშაობის უნარი;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
ჯამრთელობის დაზღვევა;
ფიტპასი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე. მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.