სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებასა და საბუღალტრო ოპერაციებზე.გამოსაცდელი ვადა: 6 თვესამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისადძირითადი მოვალეობები:- მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად
- დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
- საბანკო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
- საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
- სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა);
- მინიმუმ, 3-წლიანი სათანადო სამუშაო გამოცდილება;
- Oris/1C-პროგრამაში სამუშაო გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება ERP-სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS office - Intermediate, Excel - Advanced).
პროფესიული უნარ-ჩვევები:- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:- ტესტირება - თემა, ბუღალტრული აღრიცხვა და ზოგადი უნარები;
- გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.გისურვებთ წარმატებას!