შპს „გუდ კომპანი“ , ჰიგიენის და თავის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, ნაძალადევის რაიონი. სრული განაკვეთი: კვირში 6 დღე - 7 საათიანი გრაფიკი. განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით. კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს: ანაზღაურება: 800 – 1200 ლარი (მზარდი პერსპექტივით). სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა. პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
- გუნდური მუშაობისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
მოვალეობები: - მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი.
- აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა.
- მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს.
- სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით უზრუნველყოფა.
- ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმღვანელთან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kh.matsiashvili@gud.ge. შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.