ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების მენეჯერი , ქალაქი - თბილისი, ,,ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — „Penki Kontinentai“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის. ,,ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიეტუვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი. ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას) სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1 სთ. შესვენება) ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია: - გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულებაზე ზედამხედველობა
- ბაზრის ანალიზი და გაყიდვების გეგმის შედგენა/მართვა
- გაყიდვების მიზნების დასახვა და მათი შესრულების მონიტორინგი
- კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში
- კომპანიის პროდუქციის წარდგენა პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან
- კლიენტებთან გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ფორმირება
- გაყიდვების პროცესის სრული მართვა CRM სისტემის გამოყენებით
- არსებულ და პოტენციურ კლიენტთა ბაზების მართვა CRM პლატფორმებში
- ტენდერების მონიტორინგი და მონაწილეობა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებით
- გაყიდვების მონაცემების ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელობისთვის
- მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება
- გაყიდვების გუნდის სრული მხარდაჭერა
- გაყიდვებთან დაკავშრებული დოკუმენტაციის მართვა
- პერიოდული ანგარიშების მომზადება და კომპანიის მენეჯმენტისთვის წარდგენა
- შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება პოტენციურ კლიენტებთან
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
რას ვითხოვთ: - მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილებას B2B გაყიდვების მიმართულებით
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას (მაგ. Salesforce, HubSpot ან სხვა)
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტთან ურთიერთობის მაღალი უნარს
- სტრატეგიული აზროვნების და ანალიტიკური მონაცემების გაანალიზების უნარს
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნას
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნას (MS Office, Excel, PowerPoint)
ჩვენ გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას
- საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს
- Fit pass ბარათს
- ანაზღაურებას: კვალიფიკაციის შესაბამისად
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- მონაწილეობას ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში
- პროფესიული სწავლებას და განვითარებას
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/t5pZDmDd