კომპანია შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე უფროსი მზარეულის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, კოჯორი, ვაზიანი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, სენაკი, ადლია, ხონი) ძირითადი მოთხოვნები:- 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
- პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
- სამზარეულოს გუნდის მართვის გამოცდილება, მენეჯერული უნარის ფლობა;
- სამზარეულოს ფუნქციონირების, კულინარიული პრაქტიკების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
- სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები;
- დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
- HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
- პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით;
- ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა თანამშრომლობის შემთხვევაში (არ უნდა ჰქონდეს მძიმე ვირუსული ინფექცია გადატანილი ბოლო ერთი წლის მანძილზე)
ფუნქცია-მოვალეობები:- საწყობიდან ხარისხიანი პროდუქციის მიღება;
- ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- კერძის მომზადების წესებისა და დადგენილი მენიუ-კალკულაციების მიხედვით კერძების მომზადება;
- კერძის დროულად და ხარისხიანად მომზადების კონტროლი;
- მზა საკვების ულუფების აწონვა და დაგემოვნება გასაცემ ხაზზე გატანამდე;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე ყოველდღიურად საქმიანობის დელეგირება და მათი ჯეროვნად შესრულების კონტროლი;
- დაქვემდებარებული პერსონალის მიერ, სამზარეულოში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი;
- დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
- HACCP სტანდარტის დაცვა;
- სამზარეულოს პერსონალის დისციპლინისა და ქცევის კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- მენეჯერული უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:- კვებით უზრუნველყოფას;
- სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (8 საათიანი სამუშაო დრო)ანაზღაურება: დღეში - 125,30 ლარი (დარიცხული);
დედლაინი: 2025 წლის 15 ივნისი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს ,,სახელმწოფო კვებითი უზრუნველყოფა’’