სამშენებლო პროექტების მენეჯერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 29 მაი - 25 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო პროექტების მართვა
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
 
„არქი“-ში ვეძებთ სამშენებლო პროექტების მენეჯერს 

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვ.; 
  • ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი; 
  • კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი; 
  • მშენებლობის პროცესში,  სხვადასხვა საკითხების შეთანხმება  მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია; 
  • გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დადოკუმენტირება; 
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება; 
  • მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება; 
  • სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით; 
  • სასურველია მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება; 
  • MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება. 
 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 ივნისის  ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.