"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
"ფინბიურო" აერთიანებს 20 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში.
სამუშაო განაკვეთი:სრული
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული+ ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯგუფების შესასრულებელი გეგმების მიხედვით, ჯგუფების მიხედვით ინდივიდუალური გეგმების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
- ვიზიტების დაგეგმვა, ჯგუფებში შესრულების მონიტორინგი, ვიზიტების ბიუჯეტის კონტროლი;
- მოსალოდნელი შედეგების ყოველდღიური კონტროლი;
- სტაnდარტიზაციის მიხედვით მუშაობის მონიტორინგი და შეფასებების უკუკავშირში ჩართულობა;
- როტაციის პროცესში ჩართულობა საჭიროებიდან გამომდინარე;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან გეგმიური შეხვედრა/ქოლი გაიდლაინის მიხედვით;
- არაგეგმიური რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული მითითებების მიხედვით;
- რეგიონის ჭრილში ყოველთვიური ანალიზი/რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
- პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია საჭიროებიდან გამომდინარე;
- გუნდის წევრებისთვის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების მიწოდება/დროული ინფორმირება; განვითარებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).
კომპეტენციები და უნარები:
- გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამართული მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " რეგიონალური მენეჯერის მოადგილე", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.