სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“, რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს „დეილი ჯგუფი“-ს ჰოლდინგის წევრია. „მაგნიტი“ ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — „მაგნიტი მაქსის“ სახელით ფუნქციონირებს.
კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.