მოლარე-კონსულტანტი
2xP PRIORITY სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
თარიღები: 29 მაი - 27 ივნ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: recruitment@daily.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 511 542296
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“, რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს „დეილი ჯგუფი“-ს ჰოლდინგის წევრია. „მაგნიტი“ ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — „მაგნიტი მაქსის“ სახელით ფუნქციონირებს.

კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი"
აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში 

 
ძირითადი მოვალეობები: 
  •  პროდუქციის მიღება/მითვლა; 
  • ვადების კონტროლი და ვადაგასული პროდუქციის შესახებ მომწოდებლის ინფორმირება; 
  • პროდუქციის პლანოგრამების დაცვით განლაგება; 
  • პროდუქციის თაროებზე/სარეკლამო კუნძულებზე განთავსება; 
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და სალაროსთან მათი მომსახურება; 
  • სააქციო/სმს პოზიციის პროდუქტების განთავსება/ვიზუალურად მოწესრიგება, მომხამრებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი ფასდებულების  კონტროლი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  •  განათლება - საშუალო ან პროფესიული;  
  • სამუშაო გამოცდილება - საცალო-საბითუმო გაყიდვების სფეროში;  
 
უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი; 
  • ორგანიზებული. 
 
სამუშაო გრაფიკი: 
 08:00- 16:00 სთ და  16:00-00:00 დღემონაცველობით. 
კვირაში ერთი დასვენების დღე 
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი. 
 
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: recruitment@daily.ge  და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 511 542296