“გასტრონომ ჯგუფი” აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.
გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.
ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე.
ფილიალების ადგილმდებარეობა:
- აბაშიძის ქუჩა, ვაკე
- ჭავჭავაძის ქუჩა, ვაკე
- ამაღლების ქუჩა , სოლოლაკი
- ბელიაშვილის ქუჩა, დიღომი
- ვაჟა-ფშაველას გამზირი, საბურთალო
- ნეკერჩხლის ქუჩა, ლისი
- რუსთაველის ქ. 23 , წყნეთი
საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი (3 თვის შემდეგ)
სტაჟირება : 1 კვირა ( ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე
28 ივნისამდე შემდეგ მისამართზე:
vacancy@gastronome.ge .
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ ( შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.