ვიკონ გრუპი აცხადებს ვაკანსიას
ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზ.
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00
შესვენება : 13:00- 14:00
სამუშაოს აღწერა:
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და კოორდინაცია შესაბამის პასუხისმგებელ პირთან;
- ოფისისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის შეძენა და მარაგების მონიტორინგი;
- ოფისის გამართულად ფუნქციონირების ზედამხედველობა და კოორდინაცია, მათ შორის ტექნიკურ და დასუფთავების საკითხებთან მიმართებით;
- დღის განმავლობაში სტუმრების დახვედრა;
- პროგრამა self.hr-ში მუშაობა (გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში გადამზადებას კომპანია უზრუნველყოფს);
- კორესპონდენციის წარმოება - გასული/შემოსული წერილების აღრიცხვა;
- მონაწილეობა დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება და დახარისხება, დასკანერებული დოკუმენტის სპეციალურ პროგრამაში ატვირთვა;
- მოთხოვნის მიხედვით, დოკუმენტების მოძიება, მათი საჭიროებისამებრ დასკანერება და დროულად მიწოდება;
- მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება..