საცხოვრებელი სახლების დაცვის თანამშრომელი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 02 ივნ - 16 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში ვეძებთ საცხოვრებელი სახლების დაცვის თანამშრომელს.

არქიში დასაქმებული დაცვის თანამშრომლის ფუნქციები იქნება:
  • საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
  • საერთო სარგებლობის სივრცეებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
  • წყალმომარაგებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კონტროლი;
  • მატერიალური ფასეულობების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 საათი
სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 16 ივნისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.