კომპანია "იფქლი” ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურფუნთუშეულს. დღესდღეობით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ბათუმი მარაგდება.კომპანია "იფქლი" აცხადებს ვაკანსიებს დისტრიბუტორის პოზიციზე: იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში.აუცილებელი მოთხოვნები:- ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: იმერეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო;
- აუცილებელი მოთხოვნა: B კატეგორიის მართვის მოწმობა - დისტრიბუტორის პოზიციაზე;
- დისტრიბუტორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:- ორგანიზებული;
- გაყიდვების წარმოების უნარი;
- სწრაფი ათვისების უნარი;
- კომუნიკაბელური.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი სრულყოფილად შევსებული CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: paata.jafoshvili@ipkli.com