2დ გრაფიკული დიზაინერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 03 ივნ - 18 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოვნება/მედია:  გრაფიკული დიზაინი
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქი“-ში ვეძებთ 2დ გრაფიკულ დიზაინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • არქიტექტურული გეგმების დამუშავება შესაბამის პროგრამაში და საბეჭდად მომზადება;
  • ბილბორდისთვის, ბროშურებისთვის, კატალოგებისთვის და სხვა საბეჭდი მასალისთვის დიზაინის შექმნა და მომზადება სტამბისათვის;
  • სოციალურ ქსელებში განთავსების მიზნით, სხვადასხვა ვიზუალური მასალის შექმნა/დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა Adobe photoshop, Illustrator-ის ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.

სავალდებულოა პორთფოლიოს ატვირთვა

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 18 ივნისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.