მზარეული
თარიღები: 03 ივნ - 02 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მზარეული
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gamafb.ge
მზიური ბიზნეს ცენტრში მდებარე ორი განსხვავებული კონცეფციის რესტორანი — პრესტიჟული ქართულ-ევროპული რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტი — ეძებს გამოცდილ მზარეულებს, რომლებიც მზად არიან იმუშაონ ხარისხზე, სისუფთავეზე და გუნდის წარმატებაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მზიური ბიზნეს ცენტრი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი 2

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მზარეულად,
  • პროფესიული ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა და დაცვა,
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულ გარემოში მუშაობის უნარი,
  • დროის მართვისა და ეფექტურად მუშაობის უნარი დაძაბულ რეჟიმშიც,
  • გუნდურობა და დისციპლინა,
  • ქართული ან/და ევროპული სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

გთავაზობთ:
  • სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას,
  • მოწესრიგებულ, პროფესიონალურ სამუშაო გარემოს,
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას,
  • გრაფიკი: 5/2-ზე

თუ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@gamafb.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება