ფილიალის მენეჯერი
თარიღები: 04 ივნ - 03 ივლ
მდებარეობა: მცხეთა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  ფილიალების ქსელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@invet.com.ge
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მუხრანის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული პროდუქციით და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
დღეის მდგომარეობით ინვეტი წარმოდგენილია 29 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ბენეფიტი: დაზღვევის პაკეტი
ადგილმდებარეობა: მუხრანი

ძირითადი მოვალეობები:
  • ვეტერინარულ ფილიალში არსებული პროდუქტების ცოდნა;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დაინტერესება;
  • გაყიდვადი და მოთხოვნადი პროდუქტების სათანადოდ წარმოჩენა და გაყიდვების ტექნოლოგიების გაუმჯობესება;
  • ფილიალში მიღებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა;
  • ფილიალიდან გასული პროდუქტების აღრიცხვა და პროგრამაში გატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება ვეტერინარული მიმართულებით სასურველია;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 04 ივლისამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებებს!