კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს რეცეფციის მენეჯერის პოზიციაზე.მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტისამუშაო გრაფიკი: სრულიანაზღაურება: 3000-3500 ლარი გამოცდილების შესაბამისადკომპანია უზრუნველყოფს : განთავსებას, კვებასფუნქცია-მოვალეობები:- ზედამხედველობა გაუწიოს რეცეფციის შეუფერხებელ საქმიანობას;
- საჭიროებიდან გამომდინარე დახმარება გაუწიოს რეცეფციის თანამშრომლებს ოპერაციულ საქმიანობაში;
- თანამშრომლების სამსახურში აყვანის პროცესში მონაწილეობა და მათი დატრენინგება;
- განსაზღვროს ტრეინინგების საჭიროებები და მონაწილეობა მიიღოს ტრეინინგის გეგმის შედგენაში;
- აკონტროლოს და პასუხისმგებელი იყოს ინდივიდუალური თუ ჯგუფური რეზერვაციების მიღებასა და მათ შესაბამისად დამუშავებაზე;
- უზრუნველყოს თანამშრომლების სამუშაო განრიგის შედგენა;
- სასტუმროს დატვირთულობის კონტროლი, ინფორმაციის მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებთან;
- მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის და ბიზნეს გეგმის შედგენაში;
- უზრუნველყოს დეპარტამენტის საქმიანობა დადგენილი და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში;
- შეასრულოს სხვა მოვალეობები გენერალური მენეჯერის დავალებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- მსგავსი მოვალეობების შესრულების 3 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
- პუნქტუალურობა,
- ორგანიზებულობა,
- დეტალებზე ორიენტირებულობა,
- კომუნიკაბელურობა,
- გუნდური მუშაობის უნარი,
- ანალიტიკური აზროვნება,
- მომსახურების უნარები;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე : HR@Kassland.comკანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთანმადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.