ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.ჩვენი მიზანია:შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ მარკეტინგის სპეციალისტს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ გარემოს.ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:- ციფრული მედია არხების მართვა;
- ბრენდებზე მორგებული ყოველთვიური კონტენტ კალენდარის შექმნა, სტრატეგის შემუშავება, კალენდრის მიხედვით პოსტების განთავსება;
- სოციალური მედიისთვის პოსტების გამზადება (ფოტო/ვიდეო), კონტენტის გადაღება რილსებისა და სთორებისთვის და სოცალურ მედიაში განთავსება;
- სამიზნე აუდიტორიაზე რეკლამის გაშვება;
- გუნდთან ერთად მარკეტინგული კამპანიების, მარკეტინგული აქტივობების, ფოტოსესიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში საჭიროებისამებრ ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- Meta advertising-ის საბაზისო დონეზე ფლობა; სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „მარკეტინგის სპეციალისტი“დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.გისურვებთ წარმატებებს!