სერვის ცენტრის ოპერატორი
1xP PRIORITY AUTOPAPA
თარიღები: 05 ივნ - 04 ივლ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 855
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@autopapa.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 557 69 29 60
AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00; 
  • ხელფასი: 855 ლარი ფიქსირებული, ასევე ყოველწლიური პრემია;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.

ძირითადი მოვალეობები:
  • ავტომობილის შეძენასთან და შემოწმების მომსახურებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
  • ავტომობილის მეპატრონეს მითითებით, ავტობაზრობის ვებ გვერდზე ინფორმაციის ასახვა/რედაქტირება.
  • მომხმარებლების ინფორმაციული მხარდაჭერა სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • ვიდეო რგოლების გადაღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება რელევანტურ პოზიციაზე სასურველია;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა.

უნარები და პიროვნული თვისებები:
  • მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ოპერატიული რეაგირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სერვის ცენტრის ოპერატორი, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 557 69 29 60 ნინო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ: https://autopapa.ge/ge/page/about
დაგვიმეგობრეთ: https://m.facebook.com/autopapa.ge/

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.