ბუღალტერი
თარიღები: 06 ივნ - 05 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@wheelsman.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995599158084
მისამართი: გიორგი სააკაძის II გასასვლელი #4
სატრანსპორტო კომპანია „ვილსმენი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია „ვილსმენი“ - ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი სამყაროა. ჩვენი საქმიანობა მოითხოვს მასშტაბურ აზროვნებას. ამბიციების გარეშე წარმატებული ვერ იქნები. ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელია მასშტაბური, თამამი იდეები, რაც გვეხმარება აქტუალურობისა და მოწინავე პოზიციების შენარჩუნებაში ჩვენს სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: www.wheelsman.com
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, გიორგი სააკაძის მოედანი
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საბანკო გადარიცხვების შესრულება ლარში და უცხოურ ვალუტაში;
  • ყოველდღიურად შემოსული და გასული ინვოისების დამუშავება (როგორც ქართულად, ისე უცხოურ ენებზე);
  • გადარიცხვებისა და ინვოისების მონაცემების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში (მაგ. Oris ან Balance);
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და დაარქივება;
  • ყოველდღიური სალაროს მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი საჭიროების შემთხვევაში;
  • ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა საგადასახადო კანონმდებლობასთან და ფინანსურ სტანდარტებთან;
  • თანამშრომლობა სხვა განყოფილებებთან და კომუნიკაცია პარტნიორებთან ფინანსურ საკითხებზე;
  • ბუღალტრული ინფორმაციის სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკური განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის ან ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე (სასურველია სატრანსპორტო / ლოგისტიკის სფეროში);
  • ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (Oris და Balance);
  • საბანკო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B1 დონეზე.

უნარ-ჩვევები:
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@wheelsman.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ბუღალტერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
ტელ: +995599158084

გისურვებთ წარმატებას!