ადგილმდებარეობა:
ბათუმიძირითადი მოვალეობები:
- ოფისში შემოსული სტუმრების მიღება და შესაბამის პირებთან გადამისამართება
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და კორესპონდენციის დამუშავება
- ოფისის ყოველდღიური ორგანიზება და რესურსების მართვა (კანცელარია, ტექნიკა და სხვა საოფისე მარაგები)
- ოფისის საერთო და ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება
- შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება (საჭიროების შემთხვევაში, სივრცის მომზადება, ჩაი/ყავის შეთავაზება)
- საბაზისო ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა (ანგარიშების მიღება, გადაცემა, მცირე დოკუმენტაცია)
- მენეჯმენტთან და გუნდის წევრებთან კომუნიკაცია, მიმდინარე პროცესების მხარდაჭერისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- კომპიუტერული უნარები (MS Office, ელ.ფოსტა, პრინტერის გამოყენება, სკანირება და სხვა საბაზისო ფუნქციები)
- ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა და სწრაფი აზროვნების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულობა
- გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
რას გთავაზობთ:
- კონკურენტული ანაზღაურება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სტაბილური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- თანამედროვე სამუშაო გარემო ბათუმში
- მეგობრული და მზარდი გუნდი
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე
n.mamuchadze@tempoholding.ge ხოლო საგნის ველში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღება დასრულდება:
25 ივნისი, 2025დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელეტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არა უმეტეს 6 თვისა. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იქნას კომპანიის სხვა პოზიციებზე არსებობის შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად.
„ტემპო ჰოლდინგი“ გისურვებთ წარმატებას!