დიასახლისი/სერვის ასისტენტი
თარიღები: 06 ივნ - 25 ივნ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ქართული
ადმინისტრაცია:  დიასახლისი დასუფთავება:  დამლაგებელი საოფისე ფართების დალაგება ფასადების/ვიტრინების დასუფთავება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: n.mamuchadze@tempoholding.ge
ვაკანსია: დიასახლისი/სერვის ასისტენტი
კომპანია: Tempo Holding
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი

ჩვენს შესახებ:
Tempo Holding – სამშენებლო და დეველოპერული კომპანია,რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დასუფთავებისა და სერვისის დეპარტამენტში დიასახლისის/სერვის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ოფისის ჰიგიენის დაცვა და სისუფთავის ყოველდღიური უზრუნველყოფა უმაღლეს დონეზე;
  • სამუშაო სივრცეების, საკონფერენციო ოთახებისა და საერთო ზონების მოწესრიგება;
  • სტუმრების მიღება და გამასპინძლება (ყავა/ჩაი/წყალი მირთმევა)
  • საოფისე მარაგების (დასუფთავების საშუალებების, ჰიგიენური საშუალებების) მდგომარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მომარაგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • ოფისში მიმდინარე შეხვედრების დროს სტუმრებისთვის ჩაისა და ყავის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესად
  • სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა
  • პუნქტუალურობა

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სტაბილური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • თანამედროვე სამუშაო გარემო ბათუმში
  • მეგობრული და მზარდი გუნდი

განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე n.mamuchadze@tempoholding.ge ხოლო საგნის ველში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღება დასრულდება: 25 ივნისი, 2025

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელეტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არა უმეტეს 6 თვისა. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იქნას კომპანიის სხვა პოზიციებზე არსებობის შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად.
„ტემპო ჰოლდინგი“ გისურვებთ წარმატებას!