კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.არქიში პოზიტიურ და ენერგიულ რეცეფციონისტს ვეძებთ.სამუშაო ადგილი: ფილარმონიის სერვის ცენტრირეცეფციონისტის ძირითადი ფუნქციები იქნება:- სტუმრების, მომხმარებლების დახვედრა და გადამისამართება (საჭიროების შემთხვევაში, ყავით და ჩაით გამასპინძლება);
- მომხმარებლების პროგრამულად დარეგისტრირება;
- შემომავალ ზარებზე პასუხი და მათი გადამისამართება;
- კომპანიის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (შეხვედრების ოთახების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, საოფისე დოკუმენტაციის ბეჭდვა, ასლის გადაღება, დასკანირება და ა.შ.);
- საოფისე შესყიდვების პროცესში ჩართულობა, მარაგების კონტროლი;
- ფულადი შენატანების/გასავლების პროგრამულად აღრიცხვა;
- ყოველდღიური საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:- პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
- საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები), 6 თვის შემდეგ 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 22 ივნისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.phpდაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.