CCTV უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
VIP INWEST
თარიღები: 09 ივნ - 08 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: დიახ
ხელფასი: 3000 - 4000 +ბონუსი
ენები: ინგლისური
მართვის მოწმობა: B
უშიშროება/დაცვა:  ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@inwest.ge
INWEST აცხადებს ვაკანსიას CCTV უსაფრთხოების სისტემების ინჟინერის (ვიდეო მეთვალყურეობა, დაშვების სისტემა) პოზიციაზე

INWEST – თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სისტემების კომპანია – ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელსაც სურს პრაქტიკული ტექნიკური გამოცდილების გაღრმავება და განვითარება ინოვაციურ პროექტებში.


პოზიციის ძირითადი ამოცანები:
  • მონაწილეობა სამეთვალყურეო სისტემების (CCTV), დაშვების სისტემების და სხვა უსაფრთხოების გადაწყვეტილებების დაპროექტებასა და განხორციელებაში;
  • ტექნიკური ნახაზების, სქემებისა და დოკუმენტაციის წაკითხვა და გამოყენება;
  • მცირე მოცულობის სამონტაჟო ან კონფიგურაციის სამუშაოებში ჩართვა;
  • სწრაფი რეაგირება კრიტიკულ სიტუაციებზე და შესაბამისი გადაწყვეტის შეთავაზება/შესრულება.

საჭირო ტექნიკური უნარები:
  • CCTV და დაშვების სისტემების საბაზისო ცოდნა (IP კამერები, NVR, PoE სტრუქტურა, Time attandance);
  • სასურველია გამოცდილება Hikvision ან მსგავს სისტემებთან;
  • საბაზისო ცოდნა ქსელური პროტოკოლების შესახებ (TCP/IP, DHCP, NAT და სხვა);
  • MS Office და სხვა ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
  • სწრაფი ანალიზის უნარი;
  • ტექნიკურ გამოწვევებთან გამკლავების სურვილი და ინიციატივა.

დამატებითი მოთხოვნები:
  • მინ. 2 წლიანი გამოცდილება მართვის მოწმობით (B კატეგორია);
  • ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად და ინტერფეისებთან სამუშაოდ.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (₾3000-₾4000);
  • შესრულებაზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას;
  • პროფესიულ განვითარებას და ტრენინგების შესაძლებლობას;
  • დინამიურ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი აზრი ფასობს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@inwest.ge