თარიღები: 09 ივნ - 08 ივლ |
მდებარეობა: ბათუმი |
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი |
მივლინება: არა |
განათლება: ბაკალავრი |
ენები: რუსული, ინგლისური |
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: m.shiukashvili@emgeorgia.com |
EMG აცხადებს ვაკანსიას ოფისის თანამშრომელის პოზიციაზე
კომპანია Express Mail Georgia ქართული საფოსტო და ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2012 წლიდან. წლების მანძილზე დახვეწილი გლობალური საპარტნიორო ქსელის მეშვეობით ჩვენ ვფარავთ მთელს მსოფლიოს და ვახორციელებთ ამანათების გაგზავნას და ჩამოტანას მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი სერვისები მოიცავს როგორც საფოსტო გზავნილებს, ასევე ნებისმიერი წონის კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით.
EMG-ს გუნდი თავის მრავალწლიან გამოცდილებას მუდმივად ახმარს ახალი სერვისების განვითარებას, არსებული მომსახურებების გაფართოვებას და მომხმარებლებისთვის ნებისმიერი სახის გადაზიდვის მაქსიმალურად ოპტიმალურად უზრუნველყოფას.
ჩვენი მიზანია მომხმარებელს გავუიაფოთ და გავუმარტივოთ გადაზიდვის პროცესები, ისევე როგორც შევთავაზოთ მრავალფეროვანი სერვისების გამოყენების შესაძლებლობა, რომლებიც საუკეთესოდ მოერგება ყველანაირი სახის გადაზიდვის მოთხოვნას.