მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერი
თარიღები: 09 ივნ - 30 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ზოგადი მარკეტინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@aversi.ge
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: არასტანდარტული პროექტების მიხედვუთ
სამუშაო ლოკაცია: ქ.თბილისი; გიორგი სააკაძის მე–2 გასასვლელი, N1ა, ბიზნეს ცენტრი ატრიუმი

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში);
  • ღონისძიებების ორგანიზებაში მინიმუმ 3 წლის მუშაობის გამოცდილება).
  • ინგლისური(B2) ენის ფლობა
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა და გამოყენების უნარი;
  • მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები;
  • დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.ერთდროულად რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
  • კრეატიულობა და ახალი იდეების გენერაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • ღონისძიების დაგეგმვა: ყველა დეტალის დაგეგმვა (ლოკაცია, თარიღი, ბიუჯეტი, პრეზენტაცია, აუდიტორია, სარეკლამო მასალები, სტუმრების მოწვევა, გაშუქება და სხვა).
  • პროექტის მართვა: ღონისძიების ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი ყველა სტრუქტურულ დონეზე.
  • ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებთან და მომწოდებლებთან: საქმიანი ურთიერთობები მომწოდებლებთან, მომსახურების პროვაიდერებთან და პარტნიორებთან.
  • მოწინავე ბრენდებისგან ინოვაციების და სიახლეების დანერგვა
  • ბიუჯეტის კონტროლი: ღონისძიების ხარჯების დაგეგმვა და ზედამხედველობა.
  • გაყიდვების და მარკეტინგის მხარდაჭერა: ღონისძიების პოპულარიზაცია მარკეტინგული სტრატეგიებით.
  • რეპორტინგი: ღონისძიების დასრულების შემდეგ ანალიზისა და ანგარიშების მომზადება;
  • რეგიონებში ვიზიტების განხორციელება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00

სთ-მდე:
ფოტოსურათი 3x4 - 1ც.; 
დიპლომის ასლი; 
პირადობის მოწმობის ასლი; მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16 ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.06.2025

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.