კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო დარგის მენეჯერის პოზიციაზე.ძირითადი მოვალეობები:- სამედიცინო დაწესებულების ყოველდღიური შემოვლა, პრობლემების დაფიქსირება, ანგარიშის ჩაბარება უშუალო ხელმძღვანელთან და დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა;
- ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე ზედამხედველობა და მათი გამართულობის უფრუნველყოფა.
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- აუცილებელია საშუალო განათლება;
- სასურველია ტექნიკური პროფესიული განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება სამედიცინო, ან სხვა დაწესებულებაში;
- მართვის მოწმობა B კატეგორია
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სხარტად აზროვნების უნარი;
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი
სამუშაო გრაფიკი:- სრული
- დასვენება - კვირაში 2 დღე
შერჩევის ეტაპები:- მიღებული CV-ების გადარჩევა
- ინდივიდუალური გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hrvistamedi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სამეურნეო დარგის მენეჯერი".