პირველადი დახმარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ტრენინგებისა და სამედიცინო ინვენტარის მიმართულებით.ჩვენი კომპანია 2019 წლიდან უწევს სამედიცინო სატრენინგო მომსახურებას, როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს; 2024 წლიდან ჩვენი სერვისების მიმართულებას სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფაც დაემატა.კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათი (1 საათიანი შესვენებით).სამუშაო ადგილი - On-site: გურამიშვილის გამზირი 39ვ (ჩვენი ტრენინგ-ცენტრი);ფიქსირებული ანაზღაურება 1200-1500 ლარი + ბონუსი;კუთვნილი შვებულება, რომლის გამოყენება შეგიძლიათ დაიწყოთ მეორე თვიდან (თვეში 2 დღის დაგროვების პრინციპით, ან დააგროვოთ და გამოიყენოთ ერთიანად);კომფორტული სამუშაო სივრცე და მშვიდი, მაქსიმალურად არასტრესული გარემო.ძირითადი მოვალეობები:- პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაცია და შეთავაზების მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელთან ერთად KPI-ების დასახვა და შედეგების მონიტორინგი;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი და ანალიზი.
უპირატესობად ჩაითვლება:- ინგლისურის ცოდნა;
- გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
- GSuit-თან (Google Sheets, Google Docs, Google Forms, Google Calendar), მუშაობის გამოცდილება
- ნებისმიერ CRM-ში მუშაობის გამოცდილებაც
თუ ფიქრობთ, რომ შესაბამისი კანდიდატი ხართ, გამოგვიზავნეთ CV ელ-ფოსტაზე - contact@firstaidcenter.ge. Subject-ის ველში მიუთითეთ „გაყიდვების მენეჯერი“.CV-ების განხილვასა და გასაუბრებებს დავიწყებთ აპლიკაციების მიღების დასრულების შემდგომ.