კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში.კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.პოზიცია: საბითუმო გაყიდვების აგენტისამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (დასვენება -კვირაში 2 დღე)სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ბონუსის 1500 ლარი + ბონუსი 2500 ლარამდეგამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 3 თვე - 2500₾ფუნქცია მოვალეობები:- საბითუმო კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
- ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება კლიენტთა ბაზის შექმნა და მუდმივი მონიტორინგი;
- საბითუმო კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება;
- ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მისი გაფორმების კოორდინაცია;
- საბითუმო კლიენტების მხრიდან მოთხოვნილი პროდუქციის მარაგის მოძიება და მიწოდების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
- საბითუმო კლიენტების ლიმიტების, კონსიგნაციებისა და გადახდების კონტროლი და აღნიშნულ ინფორმაციაზე ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- საბითუმო კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დაწესებული ფასების ჩასწორების ინიცირება და კოორდინაცია;
- საბითუმო კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული პროდუქციის მარაგების კონტროლი;
- საბითუმო კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
- უმაღლესი განათლება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
- ინგლისური ან რუსული ენის ფლობა
- ანალიტიკური აზროვნება
- თვითმოტივირებისა და გუნდის მოტივირების უნარი
- პასუხისმგებლიანი
- კომუნიკაბელური
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა, B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა
ჩვენ გთავაზობთ:- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- სადაზღვევო პოლისს.
- კორპორაციულ ფასდაკლებას.
- პროფესიულ განვითარებას.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად.- ინდივიდულაური გასაუბრება
- ტესტი
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში მიუთითეთ პოზიცია „საბითუმო გაყიდვების აგენტი“განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15.07.2025 წ.
გისურვებთ წარმატებას!