ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსის პოზიციაზე ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ. განაკვეთი: სრული. ძირითადი მოვალეობები: - ცვლის განმავლობაში წარმოების პროცესის ეფექტური მართვა;
- ტექნოლოგიური პროცესების დაცვაზე ზედამხედველობა;
- დაფასოებული პროდუქციის ხარისხის, იერსახის (ზომა, წონა და ა.შ.) და შეფუთვის (ჰერმეტულობა, წარმოების და შენახვის ვადები და ა.შ.) კონტროლი;
- ცვლისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება და შევსება;
- თანამშრომლების ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა, კონტროლი და მხარდაჭერა;
ძირითადი მოთხოვნები: - მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება საწარმოო მიმართულებით;
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდთან ეფექტური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ცვლის უფროსი. გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.