სათადარიგო ნაწილების გაყიდვების სპეციალისტი
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 13 ივნ - 20 ივნ
მდებარეობა: თბილისის შემოგარენი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  ავტომობილი, ავტონაწილები ავტო-მოტო სერვისი:  ავტონაწილები/ზეთები/აკუმულატორები/საბურავები საბურავების აღდგენა/სავალი ნაწილების შეკეთება სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: recruitment21@hh.ge
HH Recruitment აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, ქ.თბილისში. 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • კლიენტისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება/ შეთავაზება;
  • ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა, ადგილობრივი კონკურენტების მოძიება;
  • ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგული საქმიანობის კოორდინაცია);
  • სათადარიგო ნაწილების გაყიდვის პროცესის მთლიანი კონტროლი (კონტრაქტის მომზადება, პროდუქტის მომწოდებელთან შეკვეთა, ლოჯისტიკის უზრუნველყოფა და ა.შ.).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ტექნიკური განხრით;
  • აუცილებელია სათადარიგო ნაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სატვირთო და კომერციული მძიმე ტექნიკის ცოდნა;
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სათადარიგო ნაწილების გაყიდვების კონსულტანტის/კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე;
  • სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: recruitment21@hh.ge