კომპანია „მისტერ მასტერი“ 16 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს – 24/7, ყოველდღე.ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე : http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/კომპანია ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერატორს სრულ განაკვეთზე!მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. #24გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღეანაზღაურება: 900₾ (ხელზე) + ბონუსი (150–200₾)რას გთავაზობთ ჩვენ?- ტრანსპორტის ხარჯის დაფინანსება — მუნიციპალური ტრანსპორტის საშვი
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფასდაკლება ჩვენი სერვისების გამოყენებისას - სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში
- ყოველთვიური საპენსიო დანაზოგის დაფარვა
- მეგობრული, კომფორტული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
შენზე ვფიქრობთ, თუ:- სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან რუსულ ენებს
- გაქვს უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ხარ
- გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
- საბაზისო დონეზე იყენებ საოფისე პროგრამებს
შენი მთავარი ამოცანები იქნება:- ზარებზე სწრაფი და თავაზიანი პასუხი
- მომხმარებლის საჭიროების სწორად მიხვედრა და შესაბამისი დახმარება
- პროდუქტებისა და სერვისების კარგი ცოდნა
- ზარების რეგისტრაცია, ალტერნატიული შეთავაზებები საჭიროების მიხედვით
- აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების გაცნობა მომხმარებლისთვის
- პრობლემური შეკვეთების შემთხვევაში დროული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან
როგორ დაგვიკავშირდე?გამოაგზავნე შენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@mrmaster.geSubject-ში მიუთითე: „ქოლ-ცენტრის ოპერატორი/სრული განაკვეთი“„მისტერ მასტერი“ მადლობას გიხდის დაინტერესებისთვის და გისურვებს წარმატებას!