კარიერული განვითარების პროგრამა Boot-Camp
თარიღები: 16 ივნ - 30 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)
Grant Thornton აცხადებს კარიერული განვითარების პროგრამას Boot-Camp

პროგრამის შესახებ
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია - გრანთ თორნთონ საქართველო აცხადებს მიღებას საგანმანათლებლო-დასაქმების პროგრამაზე. ჩვენი მიზანია პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ როგორც სტუდენტებს, ასევე კარიერული განვითარების სურვილის მქონე ადამიანებს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 თვე
მდებარეობა: თბილისი

პროგრამის განმავლობაში, წარმატებული მონაწილეები გაივლიან კურსს Grant Thornton-ის წამყვანი ექსპერტებისგან

რას გთავაზობთ
  • ინტენსიური პროფესიული გადამზადების კურსი Grant Thornton Academy-ის წამყვანი სპეციალისტებისგან;
  • პრაქტიკული გამოცდილება რეალურ ბიზნეს პროექტებზე;
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამა;
  • მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
  • წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების შესაძლებლობა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან მომიჯნავე სფეროებში;(განიხილებიან კურსდამთავრებულებიც);
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • სხვა უცხო ენების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის გამოცდილება;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მაღალი მოტივაცია პროფესიული განვითარებისთვის.

შერჩევის პროცესი
  • რეზიუმეების გადარჩევა
  • პროფესიული ტესტირება

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე: კარიერული განვითარების პროგრამა Boot-Camp Grant Thornton-ში

სათაურში მიუთითეთ: "კარიერული განვითარების პროგრამა Grant Thornton-ში"
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ივნისი
პროგრამის დაწყება: ივლისი, 2025
Grant Thornton საქართველო უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის განურჩევლად ასაკის, სქესის, ეროვნების, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.