იცავს უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების წესებს;
წინასწარ გეგმავს ოპტიმალურ მარშრუტს, რათა მგზავრები სწრაფად მიიყვანოს დანიშნულ ადგილზე;
უზრუნველყოფს დირექტორის პირად უსაფრთხოებას და უსაფრთხო გადაადგილებას;
უზრუნველყოფს ტრანსპორტის გამართულ ფუნქციონირებასა და სისუფთავეს;
ასრულებს დირექტორის დავალებებს მისი თანამდებობრივი მოვალეობების ფარგლებში;
საჭიროების შემთხვევაში მზადაა იმუშაოს არასტანდარტული გრაფიკით;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას დაუყოვნებლივ წყვეტს გადაადგილებას, რთავს საგანგებო სანათებს, ატყობინებს სადაზღვევო კომპანიას ცხელი ხაზის ნომერზე, იძახებს საპატრულო ეკიპაჟს, ინფორმაციას აწვდის უშუალო ხელმძღვანელს, აფიქსირებს შემთხვევის გარემოებებს (მათ შორის ფოტო და
ვიდეო გადაღების მეშვეობით), ასევე იღებს საპატრულო ეკიპაჟისგან შესაბამის დასკვნას;
წინა საქარე მინის დაზიანების შემთხვევაში, თუ დაზიანება არ უშლის ხელს მოძრაობას, აგრძელებს მარშრუტს შემდგომ ავტორიზებულ სერვისცენტრში
ვიზიტით;
ამასთან, მძღოლი-მცველი ვალდებულია აცნობოს სადაზღვევო აგენტს და უშუალო ხელმძღვანელს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
განათლება: სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
მართვის მოწმობა - B კატეგორია
იარაღის ტარების უფლება;
მანქანის მართვის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
პირადი მძღოლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
საგზაო წესებისა და ნავიგაციის მართვის ზედმიწევნით ცოდნა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებზე;
პუნქტუალურობა;
ენების ცოდნა
ქართული ენა - თავისუფლად
რუსული ენა – თავისუფლად
მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ მძღოლი - მცველი’ განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16.07.2025 წ.