ტექნიკური დირექტორი
2xP PRIORITY ბაუმერი
თარიღები: 16 ივნ - 15 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
TOP მენეჯმენტი:  ტექნიკური დირექტორი/CTO
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@baumer.ge
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
საინჟინრო სისტემების პროექტირება.
საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
  • საინჟინრო ხარისხისა და სტანდარტების ზედამხედველობა
  • უზრუნველყოფს, რომ ყველა საინჟინრო გადაწყვეტა (Mechanical, Electrical, Plumbing) შეესაბამება ადგილობრივ რეგულაციებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროექტის ტექნიკურ მოთხოვნებს
  • აწესებს შიდა საინჟინრო სტანდარტებს, ნახაზების ფორმატს, დასახელებებსა და ტექნიკურ დეტალიზაციას.
  • საინჟინრო მიმართულებების (სრული MEP,სისტემები) ზედამხედველობა და კოორდინაცია
  • პროექტების ტექნიკური სტრატეგიის განსაზღვრა და ხარისხის კონტროლის სისტემების დანერგვა
  • სტანდარტებისა და საშემსრულებლო პროცედურების ჩამოყალიბება და ზედამხედველობა
  • დიზაინის, განფასებისა და გადაწყვეტილებების ტექნიკური ვალიდაცია
  • პროექტების ტექნიკური რისკების შეფასება და პრევენციული ქმედებების განსაზღვრა
  • პროექტებზე კოორდინაცია სხვა დეპარტამენტებთან 
  • გუნდის ტექნიკური მხარდაჭერა და განვითარება
  • ობიექტზე ტექნიკური მონიტორინგი
  • შეუსაბამობების მართვა და ტექნიკური რისკების პრევენცია
  • ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ინიცირება ორგანიზაციაში
  • პროექტებთან და ტექნიკურ გეგმებთან მუშაობა
  • მოლაპარაკება კლიენტებთან, მომხმარებლებთან, კონტრაქტორებთან და ა.შ.;
  • მუშაობა წარმოების პროცესების ოპტიმიზაციისთვის
  • ორგანიზაციაში სამუშაოს შესრულებაზე ყოველდღიური კონტროლის უზრუნველყოფა
  • ყველა საჭირო გეგმის, ინსტრუქციის, დოკუმენტის შემუშავება უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის შესახებ;
  • ყველა საჭირო დოკუმენტაციის შემუშავება და მომზადება
  • გუნდების გაძლიერების ტექნიკები - როგორ მიანიჭოს ინჟინრებს მეტი დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა 

მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტრო, მექანიკური ან MEP სპეციალიზაციით)
  • მინ. 7 წელი  გამოცდილება (MEP/საინჟინრო სფეროში, აქედან მინიმუმ 3 წელი ხელმძღვანელის პოზიციაზე)
  • MEP სისტემების კოორდინაცია, პროექტების ტექნიკური ხელმძღვანელობა
  • ინგლისურის ტექნიკური და მენეჯერული დონე (აუცილებელი)

პროფესიული უნარები:
  • შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა
  • ტექნიკური და სისტემური ხედვა
  • გუნდური ხელმძღვანელობის და მენტორობის უნარი
  • პროცესების დაგეგმვის და ოპტიმიზაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაციის და სტრატეგიული მოლაპარაკებების უნარი
  • გუნდის მართვის გამოცდილება 
  • ორგანიზებულობა
  • ტექნიკური ანალიზის უნარი
  • გუნდური მუშაობა
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი
  • მოტივირებული
  • მიზანდასახული
  • პასუხისმგებლიანი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.